"შევცვალოთ ეს ინკვიზიციური პროცედურა რაც ეხლა დადგინდა ამ დილით"-ბესელია (ვიდეო)
"შევცვალოთ ეს ინკვიზიციური პროცედურა რაც ეხლა დადგინდა ამ დილით"- ეკა ბესელიამ ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება. კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ანრი ოხანაშვილმა პროცედურასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამომსვლელებს ჩართული ექნებათ ტაიმერი და დროში შეზღუდულები იქნებიან, რასაც ეკა ბესელია არ დაეთანხმა.მისი აზრით, ეს საკითხი საფუძვლიანად უნდა განიხილოს კომიტეტმა და თითო კანდიდატს თითო დღე დაეთმოს. ბესელიამ ასევე დარბაზის შეცვლა მოითხოვა. 

"ამ 20 წუთში რომელიც თქვენ გაანაწილეთ პასუხებიც შედის, ეს არის კითხვა-პასუხისთვის გამოყოფილი 20 წუთი,რაც წარ,ოუდგენელია, მე ამ საკითხს ხელახლა ვსვამ და გთხოვთ რომ გონივრულად მიუდგეთ, მე არ ვიცი ვისთან იყო კონსულტაციები, რაც ამ 15 წუთში  მოხდა არ არის ნორმალური,ასე დაწყება არ არის ნორმალური, ჯერ ამ დარბაზში რომ ვერ ეტევიან, მათ შორის აპარატის თანამშრომლები, თანაშემწე ვერ შემოვიყვანე, დარბაზი შეცვალეთ კეთილი ინებეთ


გააცნობიერეთ, რომ ეს ისეთი თემა არ არის, რომელიც გადაივლის. გამოყავით მეტი დრო კითხვებისთვის, მე ყველა კანდიდატთან მაქვს კითხვები და თქვენი 1 წუთი არ მეყოფა. გადახედეთ უგუნურ პროვედურებს, რათა შესაძლებელი იყოს, ყველა კანდიდატს კითხვები დავუსვათ გონივრულ ვადაში. 1 დღე გამოყავით თამარ ალანიასთვის, 1 დღე სხვა კანდიდატისთვის. 20 დღე ვიმუშაოთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს ნორმალური მოსამართლეები უვადოდ“"-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას პრეტენზიას კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ კითხვის დასმის შესაძლებლობა  ყველას ექნება.
Print
ბოლო სიახლეები