"თავი გააკონტროლე"- ოხანაშვილი-ბესელიას დაპირისპირება (ვიდეო)
"თავი გააკონტროლე"- ამ სიტყვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა   ეკა ბესელიას მიმართა.

"თავი შენ თვითონ გააკონტროლე და დაანებე ჩემთან აღმზრდელობით საუბარს თავი"-უპასუხა ბესელიამ.

დეპუტატებს შორის კომიტეტის სხდომაზე კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოხანაშვილმა  ბესელიას შეახსენა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის გამოყოფილი დროის ნახევარი ამოწურა.

"რატომ ნერვიულობთ? ვიცი, რომ თქვენი დროა და შეგახსენეთ, რომ ნახევარი საათი უკვე გავიდა. თუ ერთ საათს მხოლოდ თქვენ იყენებთ, მაშინ მითხარით,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

"ჩემი დროა და მიკროფონს ნუ მითიშავ ანრი. მე არ ვნერვიულობ, ვსაუბრობ ცოტა გაბრაზებული. რამდენს გამოვიყენებ, ჩვენ გადავწყვეტთ. ახლა რა დროც დამაკლდა, ისიც დამემატება და ნუ მეჩრებით საუბარში,"- მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.

ოხანაშვილმა ბესელიას ეთიკური საუბრისა და თავის გაკონტროლებისკენ მოუწოდა.

"წესიერად ვსაუბრობ. თავი შენ გააკონტროლე და თავი დაანებე ჩემთან აღმზრდელობით ლაპარაკს. ქალბატონი თამარის ნაცვლად თქვენ ნუ ნერვიულობთ. მე თავს იმაზე მეტად ვაკონტროლებ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი, მარტო ფიზიკურ ადგილს არ ვგულისხმობ,"- მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.

ამის შემდეგ, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ბესელიასთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს, რითიც კამათი დეპუტატებს შორის ამოიწურა.




Print
მსგავსი სიახლე
19:39 / 17.11.2019
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ  ქსელში არხის თანამშრომლებს ამხნევებს. 


"მოკლედ, მე არ ვიცი, ეს ჩემი ბიჭები და გოგოები ან ამდენ ენერგიას სად პოულობენ, ან ამდენ პროფესიონალიზმს, ან ამდენ თავდადებას, ან ამდენ გამბედაობას და უშიშრობას, ან ამდენ რწმენას და ფასეულობით ერთგულებას. მოხარშულს ვიცნობ თითოეულს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, პოულობენ და ყოველ ჯერზე თავის თავს კიდევ უფრო მეტად ახტებიან და კიდევ უფრო მეტად მანცვიფრებენ მეც და მაყურებელსაც. არ ვიცი, მარგამ ამ ორთვიან არხს საუკეთესოდ და ნიუსის მთავარ წყაროდ რომ აქცევენ, ისიც ფაქტია.

დიახ, საუკეთესოებს არ სჭირდებათ ათეულობით წლები, გადართვა-გადმორთვის ჩვევა და მილიონიანი სერიალები იმის დასამტკიცებლად, რომ ყველას ჯობიან. არც უძვირესი ტექნიკა და ინვენტარი, არც უდიდესი სტუდიები. დიახ, დიახ, დაიხ. და მთავარი დიახ - ივანიშვილის კაპიტულაციას ჩავიბარებთ ჩვენ. და ეს არის მთავარი "დიახ"!

მთავარი არხი • Mtavari Arkhi მიყვარხართ და მეამაყებით. ქვეყნის ისტორიას წერთ და მოგვიანებით, როცა ამას მიხვდებით, ცოტა შეგეშინდებათ, მაგრამ მიხვდებით მთავარს - ცხოვრება შედგა ''- წერს ნიკა გვარამია სოციალიალურ ქსელში.
ბოლო სიახლეები