#სირცხვილიას წევრებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულის ოჯახისთვის ფულის შეგროვება დაიწყეს
სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილიას წევრებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის ოჯახის დასახმარებლად ფულის შეგროვება დაიწყეს. ჯიქურის ცოლი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ბრალდებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და მის გათავისუფლებას ითხოვს. მისივე თქმით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური მოსამართლემ პატიმრობიდან არ გაათავისუფლა. სხდომა დღეს, 23 ივნისს გაიმართა. ჯიქური აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა. როგორც მოსამართლემ განმარტა დაცვის მხარემ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია არ წარადგინა.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა შესაბამისი ინფორმაცია და საბანკო ანგარიში ფეისბუქის გვერდზე გაავრცელეს:

GE77TB7292545061100004
მიმღები: მარიამ დოლიძე
Print
ბოლო სიახლეები