"სირცხვილია თქვენი კურსელობა?"-თადუმაძემ საკუთარი კურსელები და ლექტორები ვერ დაასახელა (ვიდეო)
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს სთხოვა დაესახელებინა 3 კურსელის ვინაობა, რაზეც უარი მიიღო. თადუმაძემ განაცხადა, რომ შეუძლია 10 კურსელის ვინაობა დაასახელოს, მაგრამ მათგან შესაბამისი ნებართვა არ აუღია.

ბოკერიამ თადუმაძეს ასევე მიმართა დაესახელებინა ლექტორების სახელები, რაზეც გენ-პროკურორისგან ასევე უარი მიიღო.

"სირცხვილია თქვენი კურსელობა?რა ნებართვა გჭირდებათ? ბრალდებას ხო არ უყენებთ, შალვა თადუმაძის კურსელობა გამამტყუნებელი განაჩენია?"-მიმართა ბოკერიამ თადუმაძეს.
Print
ბოლო სიახლეები