"3-იანები მყავს"- რა ნიშნები ჰყავდა მთავარ პროკურორს (ვიდეო)
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის ასლის თანახმად, ის 1993 წელს ნ. დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა და 1998 წელს დაამთავრა, იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობა.

დიპლომს თან ერთვის საბოლოო შეფასების უწყისი და იმ საგნების ჩამონათვალი, რომელსაც შალვა თადუმაძე სწავლობდა.

თადუმაძემ მის განათლებასთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ განმარტება გააკეთა.

"სკოლა დავამთავრე 1994 წელს, 1994 წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო სახელწოდებაც იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. სასამართლო დადგენილებაში სახელის მინიჭებაა უნივერსიტეტზე და არა ინსტიტუტზე... მე უნივერსიტეტს მივმართე სურვილით, რომ ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა და 1998 წელს გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი.

დიპლომში მაშინაც და დღესაც აუცილებელი იყო ეწეროს, დიპლომის გაცემის ფაქტიური პერიოდი და მეორე აუცილებელი მოთხოვნა იყო სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა. 1998 წელს მე დავამთავრე 5 წლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით, შესაბამისად დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა 5 წლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ეს ბუნებრივია წლებით განისაზღვრებოდა. რომ ჩაეწერა ფაქტიური 1994-1998 ერთის მხრივ მე მექმნებოდა პრობლემა და მეორეს მხრივ ეს არ იყო იურიდიული საფუძველი,"- ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პარლამენტში განახცხადა.
Print
ბოლო სიახლეები