შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, იქნებ თქვენც მოახერხოთ - მაკო გომური შალვა თადუმაძეს
20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური, სოციალურ ქსელში იმ ფაქტს გამოეხმაურა,რომ მისთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ.  

"ვიდეოში ჩანს რომ მხვდება ტყვია,არის კიდევ ერთი ვიდეო-სასწრაფოს მანქანამდე მიყვანის და ერთიც-უკვე სასწრაფოს მანქანაში.
სამივეში ჩანს რომ მე ვარ.მე.
არსებობს სასწრაფოს(საავადმყოფოს)დასკვნა,სადაც წერია საიდან და რა მდგომარეობაში მოვხვდი საავადმყოფოში.
არსებობს ერთიც(ნელმოქმედი)ექსპერტიზის დასკვნა,რომელმაც უნდა აღბეჭდოს ყველაფერი.
ეს ყველაფერი უნდა იყოს საკმარისი.
მაგრამ
მაგრამ
მაგრამ
ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი,როგორც ამბობს შალვა.(რეალირად არც არაფერი უთქვამს,გარდა ორისა-“ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს” ან “პოლიტიკური ხაზი მიგყავთ;დ)
ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი,რომელმაც არაფრის გამო მესროლა;დ
ანუ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში(თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს,როგორც დაზარალებული პოლიციელების,არც ესააა შეუძლებელი)
ან შეიძლება ნემსს ნემსის ზვინში;დ არ აქვს მნიშვნელობა.
მე ვიცი რა მოხდა რეალურად,ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით.

შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ,გამოვედი მაგ ასაკიდან,იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ"-წერს გომური.
Print
ბოლო სიახლეები