"ქალები ევროპაში არაძალადობრივი გარემოს გამო რჩებიან" - დეკანოზი თამაზ ლომიძე
გერმანიის ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ქალის თავისუფლებაზე საუბრობს.


"ქალის თავისუფლების შესახებ

გარდა ეკონომიური და სხვა სოციალური პრობლემებისა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოდან წასული ქალები დაუფიქრებლად და სიამოვნებით რჩებიან საცხოვრებლად ევროპაში და ხშირად აღარც ფიქრობენ საქართველოში დაბრუნებას, არის სწორედ ქალისთვის ის სრულიად არაძალადობრივი გარემო, რაც მათ ევროპაში ხვდებათ. ევროპელი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალს შეუძლია იყოს ქალი ისე, რომ სწორედ ქალად ყოფნისთვის არავინ შეავიწროვებს და შეაწუხებს არც ქუჩაში, არც ავტობუსში, არც სამსახურში, არც ტაქსში, არც ოჯახში და არც თუნდაც გასართობ საზოგადოებრივ ადგილებში (ერთეული გამონაკლისები ყველგანაა). ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი თავისუფლებაა ქალისთვის პირველი და უმმნიშვნელოვანესი და შემდეგ ყველა დანარჩენი - მასზე ზრუნვა, მოვლა, შენახვა თუ სხვა ”ვაჟკაცური” მოვალეობები. ამ თავისუფლების გარეშე ვერ იქნებიან ჩვენი ქალები ბედნიერნი. ეს უნდა შეიგნოს პირველ რიგში ყველა კაცმა. მარტო მისეირნობს ქალი ქუჩაში, ჭიქა ღვინოს მიირთმევს, ცეკვავს, მღერის, მუშაობს თუ ლამაზად გამოიყურება, ამას უპირველესად თავის თავისთვის აკეთებს (უნდა აკეთებდეს) და არა რომელიმე კაცისთვის. ესაა ქალისთვის ის სასიცოცხლოდ აუცილებელი თავისუფლება. მეორეს მხრივ, კაცს რომ ესმოდეს, როგორი უსაზღვრო სიყვარული შეუძლია ასეთი თავისუფლებით ბედნიერ ქალს, ერთ წამსაც არ იძალადებდა მასზე.

დეკანოზი თამაზ ლომიძე''- წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში.
Print
ბოლო სიახლეები