„ყაზტრანსგაზ თბილისს“ პენსიონერი ქალის რჩენა დაეკისრა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ თბილისს“ სასამართლომ პენსიონერი ქალის რჩენა დააკისრა.

საია იცავდა პირს, რომლის შვილი სახლში გაზის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პირის გარდაცვალება შპს ,,ყაზტრანსგაზ თბილისის” (ამჟამად – ,,თბილისი ენერჯი“) საკუთრებაში არსებული მილების გაუმართაობამ გამოიწვია, რის შედეგად სახლში გაზმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოყვა.

,,სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს ,,ყაზტრანსგაზ თბილისს” დაეკისრა სარჩოს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელე ამ დროისთვის არის პენსიონერი, რომელსაც გარდა სახელმწიფო პენსიისა, არ აქვს რაიმე მუდმივი შემოსავალი”– აცხადებენ საიაში.

დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესების გათვალისწინებით, სარჩოს ოდენობას საია არ ასაჯაროებს.


Print
ბოლო სიახლეები