დონა ბარბარას როლის შემსრულებელი, ედიტ გონსალესი გარდაიცვალა

ლეგენდარული მექსიკელი მსახიობი დონა ბარბარას შემსრულებელი ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის გარდაცვალების შესახებ ტელემუნდო ავრცელებს.

გონსალესს, კიბოს დიაგნოზი 2016 წელს დაუდგინდა და ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქართველი მაყურებელი მისი შესრულებით ყველაზე კარგად სერიალ “დონა ბარბარასა და “ველურ გულს” იცნობს.

მსახიობი სერიალ “ველურ გულში” მთავარი გმირის, მონიკას როლს ასრულებდა.

ედიტ გონსალესმა „ველური გულის“ შემდეგ არაერთ სერიალში მიიღო მონაწილეობა.