ძალადობა მიუღებელია, უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის ირგვლივ- ზურაბიშვილი ქალთა მიმართ ძალადობაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხაშურში კაცის მიერ ყოფილი ცოლის დაჭრას ეხმიანება და ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია და ,,ჩვენ ყველა, ახლავე უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის ირგვლივ!”.

მისი თქმით, ხაშურში მომხდარ ძალადობაზე ინფორმაცია ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე გაიგო.

დღეს ხაშურის ცენტრში კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. 28 წლის მამაკაცმა 25 წლის ყოფილ ცოლს დანით ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენა. ის პოლიციამ უკვე დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.