Facebook-ს და Google-ს ბაჩალიაშვილის მონაცემების შენახვა ვთხოვეთ, დაგვთანხმდნენ – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, Facebook-ს და Google-ს თამარ ბაჩალიაშვილის მონაცემების შენახვის მოთხოვნით მიმართეს, რაზეც ამ კომპანიებმა თანხმობა განუცხადეს.

“24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია facebook-ის ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მონაცემების შენახვა მოვითხოვეთ მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით.

facebook-ის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამართლებრივი არხებით მოთხოვნის მიღება იმავე დღეს დაადასტურა და გვაცნობა, რომ მონაცემები შენახული იქნებოდა მოთხოვნის შესაბამისად.

27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია facebook-ის ადმინისტრაციას ასევე მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის Instagram მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია Google-ს ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის Google-ს მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება Google-მ პროკურატურას 31 ივლისს დაუდასტურა.

28 ივლისს (Facebook ანგარიშის წაშლის დღე) საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კვლავ მიმართა აშშ-ში Facebook-ს 25 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით მონაცემების შენახვის მოთხოვნით. Facebook-მა იმავე დღეს დაადასტურა, რომ შეინახა მონაცემები, იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი აღარ იძებნებოდა საჯაროდ.

28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კომპანია Facebook-ის სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. Facebook-მა განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი, ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები.

რაც შეეხება მონაცემების გამოთხოვას, 5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში კომპანია facebook-ის ადმინისტრაციას მიმართა მომხმარებლის არაშინაარსობრივი მონაცემების (თუ როდის და რომელი IP მისამართის გამოყენებით შევიდა მომხმარებელი პროფილზე, IP მისამართის დადგენის შემდეგ შესაძლებელია ინტერნეტის მომხმარებლის რეალური ვინაობის დადგენა) მოწოდების მოთხოვნით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს 1 თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს. მონაცემების გამოთხოვისთვის საქართველოს პროკურატურამ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება.

5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა facebook და Instagram მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს 1 თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს” – აცხადებს პროკურატურა.

ცნობისთვის, დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრის მერე საქმეში FBI ჩაერთვება. მისივე თქმით, გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე შეჰპირდა, რომ ხელს არავის დააფარებენ და ვინც არ უნდა იყოს, გამოააშკარავებენ.

არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია – კალაძე

„ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, იმერეთის რეგიონს, სამტრედიელებს“, - ამის შესახებ...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ...

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი  დაუდასტურდა....

ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვის გამო, პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი დააკავეს

სოფელ საკობიანოსთან მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი მუთოშვილი დააკავეს. დაკავებულს გამოძიება ორი...

ქარელი-ხაშურის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა – გარდაცვლილია 1 პირი

ქარელი-ხაშურის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 11 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

ივანიშვილმა რუსების დავალებით გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა – უგულავა

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ადგილობრივებს შეხვდა და...

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3306-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია...

ენმ-ს წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ

ენმ-ს წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, საკუთარ სახლთან, თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, ლაშა...

სხვა სიახლეები

“ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო