ფრანგი კალათბურთელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს

 

{{ARTICLEIMAGE}}ფრანგი კალათბურთელი, “ნანტის“ მოთამაშე  ჯერმეინ მარშალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის კალათბურთის კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 28 წლის სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება. საქმეს პოლიცია იძიებს.

 

კლუბის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ქვეყნის ჩემპიონატის უახლოეს მატჩში მონაწილეობაზე და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას “ადა ბლუასთან“ 19 იანვრისთვის დაგეგმილი მატჩის გადატანა სთხოვა.

ჯერმეინ მარშალი ფრანგულ Pro B ლიგაში თამაშობდა. ბოლო თამაშში “ორლეანის“ წინააღმდეგ მან 34 ქულა მოაგროვა. ამ სეზონზე სპორტსმენმა 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თავისი კარიერის მანძილზე ის იტალიაში, საბერძნეთში, ჰოლანდიაში და ფინეთში თამაშობდა.