თბილისის მერია გლდანსა და ვარკეთილში საახალწლო ღონისძიებებს აღარ გამართავს

თბილისის მერიაში 26 დეკემბერს დედაქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომა გაიმართა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წელს საახალწლო ღონისძიებები რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ ერთ სივრცეში - საახალწლო სოფელში გაიმართება.

"ხშირად გვწერენ, რატომ არ ტარდება კონცერტი სხვადასხვა რაიონებში - ამის პრეცედენტი შარშან გვქონდა - სამ ლოკაციაზე იყო საახალწლო კონცერტი - ევროპის მოედანი, ვარკეთილი და გლდანი. ყველაზე მეტი რაოდენობა ცენტრში იყო წარმოდგენილი, გლდანში 20 კაცი ესწრებოდა კონცერტს, ვარკეთილში ალბათ ცოტა მეტი",-თქვა დედაქალაქის მერმა. 

ამავე თემაზე:

რა მოხდება ახალი წლის ღამეს თბილისში

საახალწლო აქტივობების ფარგლებში 1 778 800 ლარის ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარზე დაიხარჯება


Print
ბოლო სიახლეები