“გემშვიდობებით” – მარია შარაპოვა სპორტულ კარიერას ასრულებს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ 32 წლის ასაკში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან Vogue-სა და Vanity Fair-ისთვის დაწერილ სტატიაში ისაუბრა.

“ყოველდღე მომენატრება. მომენატრება ვარჯიშები და ყოველდღიური რუტინა: დილით ადრე  გაღვიძება, ჯერ მარცხენა ფეხზე თასმების შეკვრა და კორტის ჭიშკრის დახურვა, ვიდრე დღის განმავლობაში პირველ ბურთს ვისვრი. მომენატრებიან ჩემი გუნდი და ჩემი მწვრთნელები. მომენატრება მამაჩემთან ერთად სავარჯიშო მოედანზე ჯდომის მომენტები. გამარჯვებისა და წაგების ხელის ჩამორთმევა და სპორტსმენები, იცოდნენ მათ ეს თუ არა, რომლებმაც მიბიძგეს, უკეთესი გავმხდარვიყავი”, – განაცხადა მარია შარაპოვამ.

მარია შარაპოვას კარიერის განმავლობაში 5 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. უკანასკნელად მან 2014 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონატი მოიგო.

რუსი ჩოგბურთელი ბოლოს 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოჩნდა, სადაც ის პირველივე წრეზე გამოვარდა.