ბრედლი კუპერმა და ლედი გაგამ “Shallow” კიდევ ერთხელ შეასრულეს

ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე მუსიკისა და კინოს ვარსკვლავმა, ლედი გაგამ კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მშობლებთან ერთად მადლობა მან ბრედლი კუპერს გადაუხადა.

“პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი შენ გარდა, რომელსაც შეეძლო ასე ემღერა ეს სიმღერა ჩემთან ერთად. დიდი მადლობა რომ გვენდე, ძალიან დიდი მადლობა”, – მიმართა სცენიდან გაგამ ბრედლი კუპერს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი ბრედლი კუპერმა და ლედი გაგამ დოლბის თეატრის სცენაზე ფილმის საუნდტრეკი “Shallow” პირდაპირ ეთერში შეასრულეს და კიდევ ერთხელ დაიპყრეს მაყურებლის გულები.