IRI კვლევის მიხედვით ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი გიორგი გახარიაა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 89%-ისთვის ყველაზე მოსაწონი ფიგურა პატრიარქი ილია მეორეა. ხოლო ყველაზე რეიტინგულ და მისაღებ პოლიტიკოსად მოსახლეობის 65% ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას მიიჩნევს.

კახა კალაძე – 54%
დავით ბაქრაძე – 52%
ნიკა მელია – 42%
ბიძინა ივანიშვილი – 40%
გიორგი ვაშაძე – 39%
დავით უსუფაშვილი – 36%
არჩილ თალაკვაძე – 33%
ირაკლი კობახიძე – 33%
სალომე ზურაბიშვილი – 31%
გიგი უგულავა – 29%
შალვა ნათელაშვილი – 27%
მამუკა ხაზარაძე – 26%
ალეკო ელისაშვილი – 26%
ლევან ხაბეიშვილი – 24%
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21%
ირმა ინაშვილი – 21%
ნინო ბურჯანაძე – 20%
ბადრი ჯაფარიძე – 17%

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით

ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელიც მის ყოფილ ქმარს, მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს, შსს–ში გამოკითხვაზე...

ჭიჭინაძე: გახარია შექმნის პოლიტიკურ კრიზისს და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი ეხმიანება ქართული ოცნებიდან გიორგი გახარიას გუნდის წასვლას და ამბობს, რომ...

სამხარაძე გახარიაზე: 20 ივნისის შემდეგ ოცნებამ დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა

ქართული ოცნების დეპუტატი მმართველო გუნდიდან 6 პარლამენტარის წასვლას ეხმიანება და ამბობს, რომ გახარია პარტიამ...

ოჯახი დავით კოდუას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

ბიზნესმენ დავით კოდუას ოჯახი ითხოვს, სასამართლომ დავით კოდუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს და შემაკავებელი ორდერი...

მხარს დავუჭერთ ინიციატივას, რაც განმუხტავს რადიკალიზაცას – ხოჯევანიშვილი ვადამდელ არჩევნებზე

ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას -განაცხადა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ...

გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება – თალაკვაძე

გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ის არათანმიმდევრული...

გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა

გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა. კერძოდ, მმართველი პარტია...

სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს – პაატა იმნაძე

''სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს ''- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა...

სხვა სიახლეები

“მის მსოფლიო 2020“ დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც სცენაზე სკანდალი მოაწყო. ნახეთ ვიდეო

შრი–ლანკის პოლიციამ მის მსოფლიოს ტიტულის მფლობელი დააკავა მას შემდეგ, რაც მან 2021 წლის მის შრი–ლანკას გვირგვინი წაართვა. პუშიპკა დე სილვა, რომელმაც წელს გათხოვილი ქალების სილამაზის...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო