იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართავენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართავენ. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე თვლიან რომ შესაცვლელია კანონი, რომელმაც უნდა დააგინოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შერჩევისას -იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს , რაც ყველა წევრის პოზიციის გათვალისწინებას გულისხმობს. მათი თქმით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება აუცილებელია

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ასევე თვლიან რომ მათ ვეტოს უფლება უნდა ჰქონდეთ. ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას რომ მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ მოსამართლის თანამდებობები უნდა დატოვონ, მხარი დაუჭირეს და კიდევ ერთხელ თქვეს,, რომ საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა დიდი ხანია უნდა იყოს სახლში.

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მდივნისა და პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ შეხვედრასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძს მხოლოდ გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრა კლანის მხარდაჭერად აღიქმება, რაც მისივე განცხადებით, მიუღებელია. პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს პარლამენტში გუშინ შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.