მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში გადაიღეს
ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში „თრედსტოუნში“ (Treadstone) გადაიღეს. ინფორმაციას  საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სერია ქართველი მსახიობის მონაწილეობით ეთერში სამშაბათს  გავა ეთერში. 

„თრედსტოუნი“ არის სპინოფი და მოვლენები სპეცაგენტ ჯეისონ ბორნის სამყაროში ვითარდება. სერიალის სიუჟეტის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა „თრედსტოუნის“ მიზანი აგენტების შესაძლებლობების ხელოვნური მოდიფიკაციაა. ასეთი რამდენიმე აგენტი კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ასრულებს დავალებას.

მსახიობი მერაბ ნინიძე პოპულარული ამერიკული სერიალის, Homeland-ის ბოლო სეზონში მონაწილეობს.

ქართველი მსახიობის  მონაწილეობით კიდევ ერთი ამერიკულ სერიალი, Ironbark  2020 წელს გამოდის.



Print
ბოლო სიახლეები