HBO-ს მორიგი სერიალი რომელმაც რეიტინგით "სამეფო კარის თამაშებს" გადაუსწრო
ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ მორიგი მაღალრეიტინგული  მინი სერიალი  შექმნა, რომელმაც რეიტინგით ყველასათვის კარგად ცნობილ "სამეფო კარის თამაშებს" და "მძიმე დანაშაულს" გადაასწრო. მინი სერიალ "ჩერნობილს“  IMDB-ზე შეფასება   9.5 აქვს და ის  მეორე ადგილს იკავებს "Planet Earth II "-ის შემდეგ. სერიალის პრემიერა 6 მაისს შედგა და ის მხოლოდ 5 ეპიზოდისგან შედგება. 3 ეპიზოდი უკვე გამოსულია. 4–ე ეპიზოდი 27 მაისს გამოდის ხოლო  5–ე ეპიზოდი 3 ივნისს.

„ჩერნობილის“ სცენარი კრეიგ მაზინმა დაწერა, რეჟისორი კი იოჰან რენკია რომელსაც ისეთ სერიალებზე უმუშავია როგორებიცაა: "მძიმე დანაშაული", "მოსიარულე მკვდრები",  "ვიკინგები".

სერიალი საკმაოდ რეალისტურია და ის მსოფლიოში დატრიალებულ ერთ–ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიას გადმოსცემს  და შესაბამისად მოიცავს არც თუ ისე სასიამოვნო კადრებს. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

მსახიობი ჯარედ ჰარისი სერიალში საბჭოელ ქიმიკოს მეცნიერ ვალერი ლეგასოვს განასახიერებს, რომელიც ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოძიების კომისიის წევრი გახდა. არაორგანული ქიმიის სპეციალისტმა ავარიის ადგილზე ორი კვირის ნაცვლად ოთხი გაატარა და რადიაციული დასხივება მიიღო, რამაც ჯანმრთელობა შეურყია. მოკლე დროში ლეგასოვი საიდუმლო ინფორმაციების გამავრცელებლად შეირაცხა, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრობა დაკარგა, კატასტროფიდან ორი წლის შემდეგ კი იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სერიალში გამოყენებული პერსონაჟების სახელები რეალურია


ყველაზე რეიტინგული სერიალებია IMDB-ზე

  • "პლანეტა დედამიწა II" - 9.5
  • "ჩერნობილი" - 9.5
  • "ჯარისკაცთა საძმო" - 9.4
  • "პლანეტა დედამიწა" - 9.4
  • "სამეფო კარის თამაშები" - 9.4
  • "მძიმე დანაშაული" - 9.4

Print
ბოლო სიახლეები