ახალი აგენტი 007 შავკანიანი ქალი იქნება
მას შემდეგ, რაც დენიელ კრეიგმა განაცხადა, რომ ცნობილი აგენტი 007–ის ფილმების სერიდან წასვლას აპირებს, საზოგადოებამ დაიწყო მარჩიელობა, ვინ გახდებოდა ბონდიანას სერიაში ახალი მთავარი როლის შემსრულებელი. ნაწილი ამბობდა, რომ სპეცაგენტის როლს ქალი შეასრულებდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ ეს იქნებოდა აუცილებლად შავკანიანი მსახიობი. ერთიც და მეორეც მართალი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, აგენტ 007–ის როლს 31 წლის შავკანიანი ბრიტანელი მსახიობი ლაშანა ლინჩი შეასრულებს. თუმცა კრეიგის თაყვანისმცემლები მთლად იმედგაცრუებულნი არ დარჩებიან.

მსახიობი ფილმ“ ბონდ 25„–ში გამოჩნდება ჯეიმს ბონდის როლში, თუმცა სიუჟეტის მიხედვით რაღაც მომენტში მას ლიჩი შეცვლის. სცენარით კრეიგის პესონაჟი უკვე სამსახურს ჩამოშორებულია და იამაიკაში ისვენებს. სწორედ ამ დროს იკავებს მის ადგილს ლინჩის გმირი. ყოფილ სპეცაგენტს კუნძულზე მშვიდად ცხოვრება არ გამოსდის – ის საქმიანობას უბრუნდება და ახალ კოლეგასთან მუშაობა მოუწევს.


ბონდი, რა თქმა უნდა ახალი აგენტი 007–ის მოხიბვლას ცდილობს, თუმცა მისი ჩვეული ხერხები ქალზე არ ჭრის – ამბობს ინფორმირებული წყარო.

ლაშანა ლინჩს მაყურებელი ფილმ “კაპიტან მარველიდან“ და სერიალიდან “სიკვდილი სამოთხეში“ იცნობს.

Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა