„ფორსაჟი 9“-ის გადაღებებზე ვინ დიზელის დუბლიორი 9 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა
ამერიკელი მსახიობის ვინ დიზელის დუბლიორი „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების დროს სერიოზულად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცის უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით ინფორმაციით, ვინ დიზელის დუბლიორი ჯო უოტსი 9 მეტრი სიმაღლეზე მდებარე აივნიდან ხტებოდა, რა დროსაც  დამცავი თოკი გაწყდა და დაცემისას კასკადიორმა თავი დაარტყა.

ის გადასაღები მოედნიდან ვერტმფრენით ლონდონის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ  ფორსაჟი 9“ ფილმის 10 წუთიან მონაკვეთს თბილისში გადაიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს. თბილისს ჰოლიბუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა, ხოლო გადაღებები აგვისტოში იგეგმება.

Print
ბოლო სიახლეები