კორონავირუსის გამო „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში რეისები შეაჩერა

კორონავირუსის საფრთხის გამო ავიაკომპანია „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ავიარეისების ნაწილი ერთი თვით შეაჩერა.

განცხადება ამის შესახებ ავიაკომპანია ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანიაში  გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

ავიაკომპანიის გაუქმებული რეისების ყველა მგზავრს გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. მათ ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს შერჩევა შესთავაზეს.

მილანის ბერგამოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 8 მარტიდან 7 აპრილამდე შეჩერდება.

იმავე პერიოდში შეჩერდება ბოლონიიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ჩანიშნული ფრენები.

ავიაკომპანიამ ფრენები დროებით შეაჩერა ასევე იორდანიის, ისრაელის, მონტენეგროსა და ჩეხეთის მიმართულებით.