კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ირანში 54 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ირანში 54 000 პატიმარი ციხიდან დროებით გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC ირანის სასამართლოს პრეს-სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ციხე მხოლოდ ის პატიმრებმა დატოვეს, რომლებსაც 5 წელზე ნაკლები ჰქონდათ მისჯილი და კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ირანის ხელისუფლების მტკიცებით, ამ გზით ისინი ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხებას უფრო მარტივად შეძლებენ.

ირანში ამ დროისთვის კორონავირუსით 2300-ზე მეტი ინფიცირებულია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია.