კორონავირუსით იტალიაში დღეს 41 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში დღეს კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 148-ს მიაღწია.

ქვეყანაში ინიფიცირებულთა რიცხვი 769-ით გაიზარდა და 3 858-ს გაუტოლდა.

კორონავირუსი ევროპის მასშტაბით იტალიაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული. 

მსოფლიოში ინიფიცირებულთა რაოდენობამ 97 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 3353-ია.