Lufthansa ბელარუსის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს

გერმანიის ეროვნული ავიაგადამზიდავი Lufthansa ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს.

“საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ავიაკომპანიია გადაწყვეტილებით ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს ვაჩერებთ”, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი განცხადებით, ავიაკომპანია ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდეგომ განვითარებას და შესაბამისად იმოქმედებს.

გერმანული ავიაკონცერნის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის ინცინდენტს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. თვითმფრინავი ბელარუსის დიქტატორულმა რეჟიმმა იძულებით დასვა მინსკის აეროპორტში ოპოზიციონერი ჟურნალისტის, Nexta-ის ყოფილი რედაქტორის რომან პრატასევიჩის დაკავების მიზნით.

ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ცნობით, თვითმფრინავი მინსკში ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე დასვეს. ჩხრეკის შედეგად, ბორტზე არავითარი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩენიათ.