ცნობილი ფრანგი დიზაინერი ემანუელ უნგარო გარდაიცვალა
ცნობილი ფრანგი დიზაინერი, ემანუელ უნგარო, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ოჯახის ინფორმაციით, უნგაროს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 2 წლის მანძილზე მძიმე იყო.

ემანუელ უნგარო 1933 წელს სამხრეთ საფრანგეთში, იტალიელების ოჯახში დაიბადა. 1950-იან წლებში ის საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. 

უნგარომ 1965 წელს დაარსასაკუთარი მოდის სახლი და მას თავისი სახელი Emanuel Ungaro დაარქვა.


Print
ბოლო სიახლეები