ცნობილი დიზაინერების 20 ციტატა, რომლებიც მოდას სხვა თვალით დაგანახებთ


მოდის გურუების ეს ციტატები საკუთარ თავს ხშირად გაუმეორეთ, განსაკუთრებით შოფინგზე წასვლის წინ ან უბრალოდ, სახლიდან გამოსვლის წინ, ან მაშინ, როცა ეჭვები გაწვალებთ, არ იცით რა ჩაიცვათ და გეჩვენებათ, რომ ჩასაცმელი არაფერი გაქვთ.

“არასოდეს გამოიყენოთ სიტყვა “იაფფასიანი“. დღეს ყველას შეუძლია კარგად გამოიყურებოდეს იაფიან სამოსში. მათ ხომ მდიდრებიც ყიდულობენ. კარგი დიზაინი ყველა საფასო სეგმენტში გვხვდება. შეგიძლია ყველაზე ელეგანტური იყო უბრალოდ მაისურში და ჯინსში – ეს შენზეა დამოკიდებული“ . / კარლ ლაგერფილდი /


“პატარა შავ კაბაში შეუძლებელია მეტისმეტად მდიდრულად ან მეტისმეტად მოკრძალებულად გამოიყურებოდე.“
/კარლ ლაგერფილდი/

“ამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ – იმას, რომ ჯინსი მე არ გამოვიგნე. ჯინსში ყველაფერია: ექსპრესია, სისადავე, სექსუალურობა, უბრალოება – ყველაფერი, რისი ნახვაც ჩემს სამოსში მინდა.“   
/
ივ სენ ლორანი/



“აქსესუარების გაკეთების მერე მოიხსენით ის, რაც ბოლოს გაიკეთეთ.“ /კოკო შანელი/



“თუ ქალს კარგი ფეხსაცმელი აცვია, ესეიგი კარგად აცვია.“ / კოკო შანელი/



“ჩემი სტილი არც ისეთი რთულია: მაღალი ქუსლები, ვიწრო შარვალი და ბრილიანტები.“
/დონატელა ვერსაჩე/



“თეთრ მაისურს ყოველთვის ვთვლიდი მოდური ალფაბიტის ალფად და ომეგადბ.“ /ჯორჯო არმანი/




“იმისათვის, რომ ქალი ლამაზი იყოს საკმარისია ქონდეს შავი სვიტრი, შავი ქვედაბოლო და იმ  მამაკაცთან ერთად ხელმკლავით მიდიოდეს, რომელიც უყვარს.“
/ივ სენ ლორანი/


“მომწონს ისეთი ტანსაცმლის იდეა, რომელიც შეგიძლია მაისშიც ჩაიცვა და მაგალითად, სექტემბერშიც. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია გარეთ – ატარეთ ის სამოსი, რომელიც ნებისმიერ სეზონზე კარგ განწყობაზე გაყენებთ!“ /მაიკლ კორსი/


“არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ტანსაცმლის ერთ–ერთი მთავარი ასპექტია იდეალურად იყოს ტანზე მომჯდარი. თუ თქვენ მასში თავს მოუხერხებლად გრძნობთ, ამას ყველა შეამჩნევს.“
/ტომი ჰილფიგერი/


“ფეხსაცმელი იმისთვის იკერება, რომ ქალი ტანსაცმელშიც კი შიშვლად გამოიყურებოდეს.“
/კრისტიან ლუბუტენი/

“შავი ფერი მოკრძალებული, მაგრამ ამავე დროს  მყვირალაა. შავი ფერი მსუბუქი და ზარმაცი, მაგრამ ამავე დროს იდუმალია. მაგრამ პირველ რიგში შავი ფერი ამბობს: “მე შენ არ გაწუხებ და შენც ნუ შემაწუხებ!“ /იოჯი იამამოტო/


“მაღალი ქუსლი ან პლატფორმა იმისთვის არის საჭირო, რომ ქალის სილამაზე კვარცხლბეკზე შემოდგა.“ /ვივიენ ვესტვუდი/


“თავი არიდეთ ზედმეტობებს. მეტისმეტად მოკლე ქვედაბოლო, მეტისმეტად ღრმა დეკოლტე არ განსაზღვრავს სექსუალობას.“ /რობერტო კავალი/



“წითელი – საუკეთესო ფერია. ის ნებისმიერ ქალს უხდება. უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს წითლის 30–ზე მეტი ელფერი. სიკვდილი, სიცოცხლე, ვნება, საუკეთესო ხერხი მოწყენილობის წინააღმდეგ – აი, რა არის წითელი. წითელში გამოწყობილი ქალისთვის თვალის მოწყვეტა შეუძლებელია.“ /ვალენტინო გარავანი/


“ვიცი, რომ არასოდეს ჩავიცვამ ფირუზისფერს.“ /მიუჩა პრადა/


“მიყვარს მონაზონივით ჩაცმა. არათვალშისაცემ სამოსში თავს მსუბუქად და მშვიდად გრძნობ.“
/ მიუჩა პრადა/


“კარგი კაბა მხოლოდ ერთი წამით არსებობს. მაქსიმუმ წვეულების დასრულებამდე მოდა –  ილუზიაა.“ /ტომ ფორდი/


“მოდა –ეს არ არის მარკები და ბრენდები. მოდა ის არის, რაც თქვენს სულში ღრმად არის დამალული.“ /რალფ ლორენი/


“ბევრი წლის შემდეგ გავიგე, რა არის მთავარი კაბაში – ეს არის ქალი, რომელიც მას ატარებს .“ /ივ სენ ლორანი/


 

Print
Video ad
ბოლო სიახლეები