ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მის მიერ შექმნილ, გავლენიან მოდის
ბრენდს, Vetements-ს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ
wwd.com-ი ავრცელებს.
„ის, რასაც დემნამ მიაღწია ბოლო რადენიმე წელში, წარმოადგენს საკვანძო
ნაწილს Vetements-ის ისტორიაში. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ დემნასი
იმისთვის, რაც მან Vetements-ის განვითარებისთვის გააკეთა.“-
განაცხადა დემნას ძმამ, გურამ გვასალიამ, რომელიც ციურიხში მდებარე
მოდის სახლის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.
"ვგრძნობ, რომ შევასრულე ჩემი მისია"- განაცხადა 38 წლის
დიზაინერმა.
დემნა გვასალია აგრძელებს „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის
მოვალეობის შესრულებას, რომელმაც 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია
პარიზში 29 სექტემბერს უნდა წარმოადგინოს.