გითჰორნი, სოფელი წყალზე
ამ სოფელს გითჰორნი ჰქვია, თუმცა მას „ჰოლანდიურ ვენეციას“ უწოდებენ. ის პლანეტის ერთ-ერთი უმშვენიერესი ადგილია.გითჰორნის საერთო სიგრძე, დაახლოებით, 7 კილომეტრია, თუმცა ეს მანძილი საკმარისია იმისთვის, რომ სიჩუმე, სიმშვიდე, სიმყუდროვე და ბუნების სილამაზე შეიგრძნოთ.გზების, მანქანებისა და ავტობუსების ნაცვლად აქ მხოლოდ არხები და ნავებია. აქ შეიგრძნობთ, როგორ მშვიდად სუნთქავს თითოეული ხე თუ მიწიდან ამოსული ერთი ციცქნა ყვავილიც.

ერთადერთი სიახლე, რომელიც აქ ბოლო წლებში გაჩნდა - ეს ველოსიპედის გზაა.
პატარა ჰოლანდიური სოფელი გითჰორნი, რომელიც დე ვიდენის ბუნებრივი წყალსაცავის ცენტრში მდებარეობს, ადგილობრივებში ნიდერლანდური ვენეციის სახელითაა ცნობილი. სოფლის ისტორია იწყება 1230 წელს, როცა დევნილთა ჯგუფმა სამხრეთიდან ეს ადგილი აღმოაჩინა. მათ თხის რქების უდიდესი რაიდენობა იპოვეს, რაც წყალდიდობის შემდეგ დარჩა და სწორედ აქედან მოდის სოფლის სახელი- Goat horns ანუ “თხის რქები”.
გითჰორნში რამდენიმე გზაა, რომელთა უმეტესობას სახელიც არ აქვს. იქ მცხოვრებნი კი არხებში ელექტრონავებით დაცურავენ და ისე გადაადგილდებიან. სულ არხების სიგრძე 7.5 კმ-ს აღწევს. გითჰორნში იშვიათად შეხვდებით მანქანას, რის გამოც სოფელში სუფთა ჰაერი და სიმყუდროვე არასდროს ირღვევა. გზების არარსებობის გამო სკოლაში წასვლა ან საყიდლებიდან შინ მისვლა ცოტათი გართულებულია, ხოლო, როდესაც არხები იყინება, ადგილობრივებს გაყინულ წყალზე ციგურებით სრიალი უწევთ.გითჰორნი ნიდერლანდების ღირსშესანიშნაობაა.



დროთა განმავლობაში, მაცხოვრებლებმა სოფლის სახელიოდნავ შეცვალეს, და აღმოაჩინეს, რომ აქ ბევრი ტორფია.მათ გათხრები დაიწყეს, ასე გაჩნდა ბევრი ორმო, ისინი ჯერ ტბებად,შემდეგ კი არხებად გადაიქცნენ.სახლები სოფელში პატარა კუნძულებზეა განლაგებული და ხის ხიდებით უკავშირდებიან ერთმანეთს. აქ 50 ხიდზე მეტია.

სოფელში ამჟამად 2600-მდე ადამიანი ცხოვრობს და ისინი მიიჩნევენ, რომ მათი სოფლის უნიკალურობა არა არხებით, არამედ იმ იდილიითაა გამოწვეული, რომელსაც დღემდე ხელუხლებლად ინარჩუნებენ. აქ ყველაფერი ჰარმონით, სიმშვიდით და მყუდროებითაა გაჟღენთილი. ცხოვრების ტემპი ისეთივე ნელია, როგორიც მე-18-ე საუკუნეში იყო. სახლების უმეტესობას ჩალის სახურავები აქვს - ჭობიან რაიონებში დიდი რაოდენობითაა სახურავის მასალა. ადრე მხოლოდ მდიდარ ადამიანებს ქონდათ თუნუქის სახურავები, ახლა კი პირიქით, ჩალის სახურავები ბევრად უფრო ძვირია.



Print
Video ad
ბოლო სიახლეები