ჩინეთში 67 წლის ქალმა შვილი გააჩინა
ჩინეთში 67 წლის ქალი ქვეყნის ყველაზე უფროსი დედა გახდა. მან  გოგო გააჩინა, რომელიც 2,6 კილოგრამს იწონის. გოგონა საკეისრო კვეთით გაჩნდა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს, მას ექიმები აკვირდებიან.  ბავშვის 68 წლის მამის განცხადებით, გოგონა ღმერთის საჩუქარია. მშობლები აცხადებენ, რომ შვილის გაჩენა მათ გეგმაში არ ჰქონდათ.

ბავშვის მამა  ადვოკატია, ხოლო დედა-  ექთანი.წყვილს ასევე ჰყავს უფროსი შვილები და რამდენიმე შვილიშვილი.

მსოფლიო რეკორდსმენი გასულ თვეში ინდოელი ქალი გახდა, რომელმაც 74 წლის ასაკში ტყუპი გოგონა გააჩინა.



Print
ბოლო სიახლეები