ინდოეთის დედაქალაქი გაზის კამერას დაემსგავსა.დელიში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებამ იმდენად საშიშ ზღვარს მიაღწია, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა საგანგებო მდგომარეობა გამოეცადებინა. უმაღლესი სასამართლოს სპეციალურმა კომისიამ შემოიღო შეზღუდვები როგორც დედაქალაქში, ასევე რამდენიმე მეზობელ შატატში: შეჩერებულია ყველა სამშენებლო სამუშაო და აკრძალულია ფეიერვერკები.
ქალაქის სკოლები მინიმუმ ერთი კვირით დაიკეტა. სკოლის მოსწავლეებზე და მათ მშობლებზე 5 მილიონზე მეტი რესპირატორი გაიცა.

ქალაქის მთავრობის ხელმძღვანელმა, არვინდ კედჯრივალმა განაცხადა, რომ დელი “გაზის კამერას“ დაემსგავსა.თეთრი კვამლით მოცული ქალაქის მაცხოვრებლებმა სოციალურ ქსელებში ფოტოების გამოქვეყნება დაიწყეს. ისინი ჩივიან, რომ სიტუაცია ყოველწლიურად უარესდება.


ეკოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ისიც გახდა, რომ ფერმერები მინდვრებზე მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილ ღეროებს და ნარჩენებს წვავენ.

ინდოეთის ჩრდილოეთ რაიონებში ნოემბერ–დეკემბერში ყოველწლიურად 23 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის ნარჩენები იწვება დაახლოებით 80 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე.



ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების მონაცემებით 2012–2016 წლებში დელიში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი სწორედ სასოფლო სამეურნეო ნარჩენების დაწვა გახდა.


ვითარებას ამძიმებს ფეიერვერკებიც, რომლებსაც მოსახლეობა ინდუისტური ზეიმის – დივალის აღსანიშნავად ისვრიან, სამშენებლო მტვერი, ქარხნების და სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი.სმოგის შემადგენლობაში შედის ნახშირორჟანგი, აზოტი და გოგირდი.

ინდოეთის დედაქალაქში ჩამოწოლილი სმოგი იმითაც არის საშიში, რომ მისი ზოგიერთი ნაწილაკი მეტისმეტად მცირეა და ადამიანის ორგანიზმში შეღწევისას ფილტვებში ილექება. ზოგ შემთხვევაში კი პირდაპირ სისხლძარღვებში ხვდება.



Print
ბოლო სიახლეები