ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მაღაზიაში იატაკი მორეცხა ( ვიდეო )
8 ნოემბერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქალაქ მეტლოკში წყალდიდობით დაზარალებულებთან მაღაზიებში მივიდა და იატაკები მორეცხა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯონსონი იმ მაღაზიაში იმყოფებოდა, სადაც წყალდიდობის შედეგად ქალი დაიღუპა.

ბორის ჯონსონმა საავარიო სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და გაანცხადა, რომ მთავრობა £2,6 მილიონს გამოყოფს მომავალში წყალდიდობებისაგან თავდაცვითი ღონისძიებების გასატარებლად.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში რამდენიმე კვირაა გადაუღებლად წვიმს. ათასობით ოჯახი უკვე ევაკუირებულია.






Print
ბოლო სიახლეები