ქათმის გამო პოლიციელმა მოძრაობა დროებით შეაჩერა
დიდ ბრიტანეთში  ქათამის გამო მოძრაობა დროებით შეფერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას  Fox News ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პოლიციელი გადასასვლელზე მიმავალ  ქათამს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთაში დაეხმარა.

"ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რატომ გადაკვეთა ქათამმა გზა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დიდ ბრიტანეთში ქათამს ერთ-ერთი პოლიციელი დაეხმარა. მან შეაჩერა საგზაო მოძრაობა, იმისთვის რომ ქათამი გზის მეორე მხარეს უსაფრთხოდ გადასულიყო"-აღნიშნულია ინფორმაციაში.


Print
ბოლო სიახლეები