დონალდ ტუსკი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტად აირჩიეს
დონალდ ტუსკი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტად აირჩიეს. მან
ხმების 93% მიიღო და აღნიშნულ პოსტზე ჯოზეფ დოული შეცვალა.
პოლონელი პოლიტიკოსი ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის
თანამდებობაზე ორჯერ იყო არჩეული. ასევე ორჯერ იყო
ევროსაბჭოს პრეზიდენტი 2014 წლიდან.