საფრანგეთში ფეხმძიმე ქალი ტყეში მონადირე ძაღლებმა დაგლიჯეს.მას თავად 5 ძაღლი ყავდა

საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ტყეში, ქალაქ ვილე კოტერეს მახლობლად 29 წლის ფეხმძიმე ქალის ცხედარი იპოვეს. ელიზა პილარსკის კიდურებზე და თავზე მრავალი ნაკბენი აღმოაჩნდა. პროკურორ ფრედერიკ ტრინის განცხადებით ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ქალი დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვისგან გარდაიცვალა. აღძრულია საქმე არაგანზრახ მკვლელობის მუხლით.

პოლიციამ იმ ოლქში დარეგისტრირეული 93 მონადირე ძაღლის ნერწყვის ანალიზი აიღო და ქალის სხეულზე აღმოჩენილ დნმ–ს ნიმუშებს ადარებს. პოლიციას იმედი აქვს რომ იმ ცხოველების პატრონთა ვინაობას დაადგენს, რომლებიც ქალის სიკვდილში არიან დამნაშავე.

ელიზა პილარსკის თვად 5 ძაღლი ყავდა, რომელთა დნმ–ს პოლიცია ასევე იკვლევს, რადგან არ გამორიცხავენ, რომ პატრონის სიკვდილში შესაძლოა ისინიც მონაწილეობდნენ.

ელიზა ძაღლების დიდი მოყვარული იყო. მას ფეისბუქ გვერდის ქავერად საყვარელ მამაკაცთან და ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტო უდევს.




ფეხმძიმე ქალის შემზარავმა სიკვდილმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ასობით ადამიანის მის ფეისბუქ გვერდზე თანაგრძნობის და აღშფოთების მესიჯებს ტოვებს.

რა მოხდა რეალურად ტყეში

გამოძიების ოქმის მიხედვით გასულ კვირა დღეს ელიზა პილარსკიმ რეცის ტყეში თავის ძალებთან ერთად სეირნობისას მეგობარ მამაკაცს დაურეკა და შეატყობინა, რომ მასზე თავდასხმას გეგმავდა უცხო ძაღლების ხროვა. კაცი ტყეში გაიქცა, თუმცა საყვარელ ქალს ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. მისი თქმით, ქალის ცხედარს ქალის ერთ–ერთი ძაღლის სასოწარკვეთილი ყეფის ხმის მიხედვით მიაგნო.

“ვეძებდი და დავინახე მისი ჯიპი. სიახლოვეს დაახლოებით 30 ძაღლისგან შემდგარი ხროვა დავინახე და უკან დავიხიე“ – მოუყვა კრისტოფერი საფრანგეთის ერთ–ერთ არხს. მისი თქმით ელიზას სხეული მთლიანად დაკბენილი იყო, ტანსაცმელი შემოხეული, მუცელი მოშიშვლებული. ქალი შვიდი თვის ფეხმძიმე იყო. მამაკაცმა მეზობელს დაურეკა და დახმარება თხოვა, მან კი თავის მხრივ პოლიცია გამოიძახა.

ფრანგული მედიის ცნობით იმ დღეს ტყეში ირმებზე ნადირობა მიმდინარეობდა და სავარაუდოდ მონადირე ძაღლების ჯგუფი მონადირეებს ჩამოშორდა.

ადგილობრივი მონადირე ანჯელა ვან დენ ბერგე ადასტურებს, რომ კვირას ნადირობა მართლაც მიმდინარეობდა ტყეში, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მათ ძაღლებს და ნადირობის ფაქტს არაფერი აქვს საერთო ტრაგიკულ შემთხვევასთან.


მსახიობმა ბრიჯიტ ბარდომ, რომელიც უკვე მრავალი წელია ცხოველების დაცვის ფონდს ხელმძღვანელობს მოუწოდა საფრანგეთის ხელისუფლებას სასწარფოდ გააუქმოს ყველა სამონადირეო ლიცენზია მიმდინარე სეზონის დასრულებამდე.თუმცა, საფრანგეთის მონადირეთა ასოციაცია ამბობს, რომ ეს დაუშვებელია, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს 29 წლის ქალის სიკვდილთან მონადირე ძაღლების კავშირის მტკიცებულებები.


რეცის ტყის მასივი 13 ჰექტარის ფართობზეა გადაჭიმული. ამ ტყეში მრავალი გარეული ცხოველი ცხოვრობს, მათ შორის ირმები და მელიები.



Print
ბოლო სიახლეები