ტრამპმა ორი ინდაური შეიწყალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით 2 ინდაური შეიწყალა. 

ინდაურების შეწყალების ცერემონია თეთრი სახლის ვარდების ბაღში გაიმართა. შეწყალებული ინდაურები ბრედი და ბათერი  ვირჯინიის ნაკრძალში გაემგზავრებიან.

ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ამ დღეს აშშ-ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ინ­და­უ­რი, თუმ­ცა 1940 წლი­დან თეთრ სახ­ლში ინ­და­უ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბის ტრა­დი­ციას ჩაეყარა საფუძველი. 

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა  ჰარი ტრუ­მენმა დასაკ­ლა­ვად გამზადებული ინ­და­უ­რი შეიწყალა.

ამ პერიოდიდან მოყოლებული თეთრ სახლში ყოველწლიურად იწყალებენ ინდაურებს. ინდაურების შეწყალებას  ოფიცი­ა­ლუ­რი სახე ჯორჯ ბუ­შის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს მიეცა.
Print
ბოლო სიახლეები