ესტონეთის პრეზიდენტმა ზელენსკის ელექტრო ველოსიპედი აჩუქა
ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ელექტრო  ველოსიპედი აჩუქა. საჩუქარი უკრაინის პრეზიდენტმა ტალინში შეხვედრისას მიიღო.

ველოსიპედზე დატანილია უკრაინისა და ესტონეთის დროშები და, წარწერა: "უკრაინის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ვოლოდიმირ ზელენსკის".






აღნიშნული საჩუქარი უკავშირდება  სერიალს "ხალხის მსახური", რომელშიც მთავარი პერსონაჟის როლს გაპრეზიდენტებამდე ზელენსკი ასრულებდა. სერილის გმირი ვასილი გოლობოროდკო სამსახურში ველოსიპედით დადიოდა.
Print
ბოლო სიახლეები