რუსეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა.გარდაცვლილია19 ადამიანი
19 ადამიანი გარდაიცვალა რუსეთში, ბაიკალის მხარეში ადგილობრივი დროით 15 საათზე მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.  ავტობუსს, რომელშიც 43 მგზავრი იყო, საბურავი გაუსკდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი ხიდიდან გადავარდა და გაყინული მდინარის ზედაპირზე დაეცა. 

გარდაცვლილებს შორის არის მძღოლი და  2 ბავშვია. 14 ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მაშველებს სამაშველო ოპერაციის დროს უკიდურესი სიფრთხილის დაცვა მოუწიათ, რათა ყინული არ ჩამტვრეულიყო. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ.




Print
ბოლო სიახლეები