რუსეთში კაცმა ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააგო და მიგრანტები ფინეთში მოტყუებით გადაიყვანა
რუსეთში მამაკაცი დააკავეს ყალბი სასაზღვრო პუნქტის აღმართვის გამო, რომლითაც მან მიგრანტები დაარწმუნა რომ ფულის სანაცვლოდ ფინეთში გადაიყვანდა. ამის შესახებ წერს BBC.

სახელდახელოდ მოწყობილ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ხალხის მიყვანის შემდეგ, მან დატოვა მიგრანტები, თუმცა მოგვიანებით ევროკავშირში მოხვედრის მსურველებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი ჯერ კიდევ რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ვიბორგის ჭაობიან ტყეში.

გარკვეული პერიოდის შემდეგ სამხრეთ-აზიელი ეროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფი შეაჩერეს ნამდვილმა მესაზღვრეებმა, რომლებიც უკანონოდ ქვეყნის დატოვების მცდელობის გამო დააკავეს.

რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მამაკაცმა 10 000 ევრო აიღო თითოეული მიგრანტისგან, რომლებიც 28 ნოემბერს დააკავეს.

პეტერბურგის სასამართლომ დააჯარიმა საზღვრის დამრღვევები საიმიგრაციო დანაშაულისთვის და ბრძანა მათი დეპორტირება.

სამართალდამცავთა ცნობით, აგრეთვე დაკავებულია კონტრაბანდისტიც, რომელსაც თაღლითობის ბრალდებით გაასამართლებენ.
Print
ბოლო სიახლეები