ჩინეთის აეროპორტში მშობლებმა დაავადებული ბავშვები მიატოვეს და თვითონ გაფრინდნენ
კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ჩინეთის ქალაქი უხანი, რომელიც ამ ვირუსის გავრცელების კერად ითვლება მთლიანად ბლოკირებულია. გადაადგილების შემზღუდავი ზომები 22 მილიონ ადამიანს შეეხო. აეროპორტებში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონტროლი კი სულ უფრო მკაცრდება. გამოიყენება თბოდეტექტორები პოტენციურ დაავადებულთა გამოსავლენათ და შემოწმებას აეროპორტებში ათასობით მგზავრი გადის.

თვითმხილველთა თქმით ნანკინის ლუკოუს აეროპორტში ორ პატარა ბავშვს მაღალი ტემპერატურის გამო ჩანშასკენ მიმავალ რეისზე ჩაჯდომის უფლება არ მისცეს.

მათი მშობლები აეროპორტის პერსონალს 3 საათის განმავლობაში ჩასხდომის დარბაზში ეკამათებოდნენ და თხოვდნენ მათთვის მაინც მიეცათ ბორტზე ასვლის უფლება, რადგან ისინი დაავადებული არ იყვნენ. საბოლოოდ მათ ბავშვები აეროპორტში მიატოვეს და თვითმფრინავში ავიდნენ. გარშემომყოფი უცნობი ადამიანები იძულებულნი გახდნენ ბავშვებზე ეზრუნათ.

ისტორიას არაერთი მგზავრი ადასტურებს, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ ჩასხომის გასასვლელი შეეცვალათ და მათი რეისი 3 საათით დაგვიანდა.

ამბის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ინფექციას თან ახლავს რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება.

გართულებულ შემთხვევებში პნევმონია და მძიმე რესპირატორული სინდრომები, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილი.

ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გრძელდება საინკუბაციო პერიოდი. სავარაუდოდ ის 10–დან 14 დღემდეა.

Print
ბოლო სიახლეები