იტალიაში ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა, დაღუპულია 2 ადამიანი
იტალიის ჩრდილოეთში, ქალაქ ლიდში ჩქაროსნულმა მატარებელმა კატასტროფა განიცადა. შედეგად დაიღუპა მატარებლის ორი მძღოლი, დაშავებულია 28 ადამიანი.

მატარებელი მილანიდან სალერნოში მიდიოდა. ის ლიანდაგიდან ადგილობრივი დროით 5:30 საათზე, მილანიდან 40 კილომეტრში გადავიდა.

მსგავსი მატარებლები 186 კმ/სთ სიჩქარეს უსაფრთხოდ და ეფექტურად ავითარებენ.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.



Print
ბოლო სიახლეები