პუტინთან შეხვედრის მონაწილეებს სიცხეს უზომავენ
პუტინთან შეხვედრის ყველა მონაწილეს სიცხეს უზომავენ. მიზეზი კორონავირუსისგან პრეზიდენტის დაცვაა.

ამის შესახებ ინფორმაციას რია-ნოვოსტის ჟურნალისტი ავრცელებს, რომელსაც კრემლში, პუტუნთან შეხვედრამდე სიცხე გაუზომეს.

,,ეს არის პრევენციული ზომა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ",- აცხადებს პრეზიდენტის სპიკერი დიმიტრი პესკოვი და აღნიშნავს, რომ შემოწმდება ყველა ადამიანი, ვინც პუტინთან ერთად ღონისძიებას დაესწრება.

კორონავირუსით ამ დროისთვის 564 ადამიანია გარდაცვლილი, დაავადებულთა რიცხვმა კი 28 ათასს გადააჭარბა.
Print
ბოლო სიახლეები