ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა
ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 108 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ჯამში 1016-ს მიაღწია, -  ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ადასტურებს.


მათი ცნობით, ქვეყანაში 42 638 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან უხანში 20 000-მდე ექიმია გაგზავნილი და  უახლოეს დღეებში მედიკოსთა რიცხვი კვლავ გაიზრდება.
Print
ბოლო სიახლეები