ლონდონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ლონდონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია ქალი, რომელიც ჩინეთიდან დიდი ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

ეს უკვე დიდ ბრიტანეთში ​კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მეცხრე შემთხვევაა.

ჩინეთში, კი ხუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1310-ს მიაღწია.

ჩინეთის მთავრობის განკარგულებით, ხუბეის პროვინციაში დამატებით 2600 მედიკოსი გაგზავნეს.
Print
ბოლო სიახლეები