ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში ჰამასის პოზიციები დაბომბა

ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში ჰამასის პოზიციებზე საჰაერო მიიტანა. სამიზნეებს შორის იყო დაჯგუფების პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს სახლი და სამხედრო დაზვერვის შტაბი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. იერიშებს წინ უძღოდა სარაკეტო თავდასხმა თელავივთან ახლოს მდებარე ქალაქში.

ღაზის სექტორიდან გასროლილი ჭურვი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა და აფეთქდა. დაშავდა 7 ადამიანი. დღევანდელი დაბომბვა ისრაელმა სწორედ ამ იერიშის საპასუხოდ განახორციელა.

მთელი ღამის განმავლობაში რაკეტებს ისროდნენ ღაზის სექტორიდანაც, თუმცა რამდენიმე საათიანი იერიშების შემდეგ მხარეები დაზავდნენ. ღაზის სექტორის საზღვართან ისრაელმა მძიმე ტექნიკა განალაგა.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
რეკლამა


რეკლამა