"ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება ბრძოლას არ ასრულებს–აშშ–ს სპეცწარმომადგენელი
ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება სირიაში, ბრძოლას არ ასრულებს. ამერიკის მხარდაჭერილმა ძალებმა, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ხალიფატის წინააღმდეგ გამარჯვება იზეიმეს, მას შემდეგ რაც მათ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ბაღუზი დაჯგუფების მებრძოლებისგან გაათავისუფლეს.

შეერთებულ შტატებს სირიიდან საკუთარ შენაერთები გაჰყვას. თუმცა ამის პარალელურად ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა ამით არ სრულდება.

„ეს არ არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის დასასრული“, - თქვა ჯეიმს ჯეფრიმ. „ბრძოლა გაგრძელდება, თუმცა ეს განსხვავებული ტიპის ბრძოლა იქნება“, - დაამატა მან.

„ისინი მცირე დაჯგუფებებად ერთიანდებიან, ჩრდილში მოქმედებენ, როგორც დაბალი ინტენსივობის აჯანყება“, - თქვა მან.

ჯეფრის განცხადებით, ისლამურ სახელმწიფოს სირიასა და ერაყში დაახლოებით 15,000-20,000 სამხედრო ჰყავს დარჩენილი. თუმცა მან აღნიშნა, რომ ვარაუდი მყარი არაა.


ამერიკის სხვა ოფიციალურმა პირებმაც აღიარეს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლთა ზუსტი რიცხვის დადგენა სირთულეებს უკავშირდება. შეერთებული შტატების გათვლებით, ტერორისტულ დაჯგუფებას, ბაღუზის ოპერაციამდე, 34,000 მებრძოლი ყავდა, თუმცა ჯეფრიმ თქვა, რომ ეს რიცხვი შესაძლოა 100,000-საც კი უტოლდებოდეს.

ამერიკის მხარის განცხადებით, დაახლოებით 200 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში და სამხერთში, ამერიკის ალ-ტანფის გარნიზონში, რათა ხელი შეუშალონ ისლამური სახელმწიფოს კონტრაბანდისტებს და შეაკავონ ირანის მცდელობა მოიპოვოს გავლენა რეგიონში.

შეერთებული შტატები და მისი კოალიციური მოკავშირეები საუბრობენ 1,500 კაციანი დანაყოფის შექმნაზე, რათა გააგრძელონ "სირიის დემოკრატიული ძალების" დახმარება ტერორისტული ორგანიზაციისგან ქვეყნის გაწმენდის და სტაბილიზაციის მიმართულებით.

"სირიის დემოკრატიულ ძალებს" დაახლოებით 7000 მერბძოლი ყავს. 1000 მათგანი არა სირიიდან და ერაყიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაა.

წყარო: ამერიკის ხმა
Print