უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კომედიანტი და მოქმედი პრეზიდენტი გადიან
უკრაინაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა. “ნაციონალური ეგზიტპოლის“ მონაცემებით მერე ტურში კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი და მოქმედი პრეზიდენტი, პეტრე პოროშენკო გადიან. ტიმოშენკო კი მესამე ადგილზე გავიდა.

ფონდ “დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ ორგანიზებული ეგზიტპოლების მიხედვით 30.4%–ით პირველ ადგილზე გავიდა ვლადიმირ ზელენსკი, მოქმედ პრეზიდენტს, პეტრ პოროშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 17.8%–მა, იულია ტიმოშენკომ კი 14.2% აიღო.

ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში პოროშენკო და ზელენსკი გადადიან.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პროგნოზირება ბოლო მომენტამდე შეუძლებელი იყო. სოციოლოგიური კვლევებით ამომრჩეველთა 20%–ს საკუთარი არჩევანი ჯერ არ ქონდა გაკეთებული.
ზელენსკი კვლევების უმრავლესობაში პირველ ადგილს იკავებთა, თუმცა მეორე ნომრის მფლობელის ვინაობის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
Print
მსგავსი სიახლე

ევროკავშირში ამომრჩევლებმა ხმის მიცემა დაიწყეს, ისინი ევროპარლამენტარებს ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 28 წევრი სახელმწიფოდან ასობით ათასი ადამიანი იღებს. ხმის მიცემის პროცესი ოთხი დღე გაგრძელდება.  წინასაარჩევნო კვლევები აჩვენებდა, რომ პოპულისტი და ნაციონალისტი კანდიდატები, სავარაუდოდ, საკუთარ შედეგებს გააუმჯობესებენ. ისინი ევროკავშირის როლის შეკვეცას ემხრობიან, თითოეული წევრი სახელმწიფოს უფლებების გაზრდის ფონზე. ევროპარლამენტი 751 წევრისგან შედგება. თუმცა ეს რიცხვი მას შემდეგ შემცირდება, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესი გადაიდო, ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებების კვალდაკვალ ბრიტანეთი ვალდებულია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ის ჯერ ისევ გაერთიანების წევრია.
20:25 / 23.05.2019

ევროკავშირში ამომრჩევლებმა ხმის მიცემა დაიწყეს, ისინი ევროპარლამენტარებს ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 28 წევრი სახელმწიფოდან ასობით ათასი ადამიანი იღებს. ხმის მიცემის პროცესი ოთხი დღე გაგრძელდება. წინასაარჩევნო კვლევები აჩვენებდა, რომ პოპულისტი და ნაციონალისტი კანდიდატები, სავარაუდოდ, საკუთარ შედეგებს გააუმჯობესებენ. ისინი ევროკავშირის როლის შეკვეცას ემხრობიან, თითოეული წევრი სახელმწიფოს უფლებების გაზრდის ფონზე.

ევროპარლამენტი 751 წევრისგან შედგება. თუმცა ეს რიცხვი მას შემდეგ შემცირდება, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესი გადაიდო, ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებების კვალდაკვალ ბრიტანეთი ვალდებულია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ის ჯერ ისევ გაერთიანების წევრია.
ბოლო სიახლეები