ტაილანდის მეფემ პირადი მცველი ცოლად მოიყვანა და ქვეყნის დედოფლად გამოაცხადა
ტაილანდის მეფემ, მახა ვაჩირალონგკორნმა ცოლად მოიყვანა მისი პირადი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და მას დედოფლის ტიტული მიანიჭა.

სუტხიდა იტჯაის თანხლებით მეფე ბოლო წლებში საჯაროდ არაერთხელ გამოჩენილა, თუმცა მათი ურთიერთობების შესახებ აქამდე ოფიციალურად უცნობი იყო.იმის შესახებ, რომ ამიერიდან ქვეყნის დედოფალი სუტხიდა გახდება, ამ დღეებში გახდა ცნობილი.

სამეფო კარის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 66 წლის მეფემ “გადაწყვიტა გენერალ სუტხიდა ვაჩირალონგკორნს, მის მეუღლეს დედოფლის ტიტული და სამეფო ოჯახის წევრის სტატუსი მიანიჭოს.“

მანამდე მეფეს სამი ცოლი ჰყავდა და სამივეს გაშორდა. წინა ცოლებისგან მას შვიდი შვილი ყავს.

2014 წელს მეფემ ნაციონალური ავიაკომპანიის ყოფილი სტიუარდესა მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნა. ორი წლის შემდეგ კი არმიის გენერლის წოდება მიანიჭა.

სამეფო ქორწილზე გადაღებულ კადრებში , რომლებიც გუშინ ტაილანდის ტელევიზიაში აჩვენეს, ჩანს, რომ ოჯახის წევრებითა და კარის მრჩევლებით გარემოცული მეფე დედოფალ სუტხიდას თავზე წმინდა წყალს ასხამს. ცერემონიის შემდეგ კი წყვილმა ქორწინების მოწმობას მოაწერა ხელი.


მახა ვაჩირალონგკორნი ტახტზე 2016 წელს ავიდა და მეფე რამა მეათის ტიტული მიიღო. ის ჩაკრის დინასტიის გამგრძელებელია, რომელიც ქვეყანას. 1782 წლიდან მართავს.ტაილანდის წინა მეფე, პხუმიპონ ადულიადეტი 2016 წელს გარდაიცვალა. ის 70 წელი მეფობდა.
Print
ბოლო სიახლეები