ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალ წევრს არჩი დაარქვეს. ჰარის და მეგანის პირველი ინტერვიუ მედიასთან
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა, სასექსის ჰერცოგმა ჰარიმ და მისმა მეუღლე მეგანმა პუბლიკას პირველად აჩვენეს ახალშობილი ვაჟიშვილი, რომელსაც არჩი ჰარისონ მაუნტბეტენ–უინძორი დაარქვეს.

“მას მშვენიერი ხასიათი აქვს. ძალიან მშვიდია. ნამდვილი ოცნება“ – ამბობს მეგანი შვილზე. ჰარი კი საპასუხოდ ხუმრობს: “არ ვიცი, ნეტავ ვის გავს?“.

პატარა უკვე გააცნეს დედოფალ ელისაბედ მეორეს და პრინც ფილიპს. ეს დედოფილის რიგით მერვე შვილთაშვილია.

“ეს ნამდვილი საოცრებაა, ჯადოსნური რამ. დედამიწაზე ორი საუკეთესო ბიჭი მყავს და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ“ – ამბობს მეგანი დედის როლში პირველ დღეებზე საუბრისას.

ჰარი ამბობს, რომ იყო მშობელი საოცარია და უკვე ორი დღეა აღფრთოვანებულები არიან იმით, რომ “სიხარულის ეს პატარა ნამცეცი“ ყავთ.ჰარი ჯერჯერობით ვერ პასუხობს კითხვას, ვის გავს ბავში და ამბობს, რომ ბავშვები ძალიან სწრაფად იცვლებიან.
Print
ბოლო სიახლეები