ლეგენდარული მექსიკელი რესლერი ლონდონში რინგზე ბრძოლის დროს გარდაიცვალა
ლეგენდარული მექსიკელი სპორტსმენი, სესარ გონსალეს ბარონი, რომლის სპორტული მეტსახელი ვერცხლის მეფეა, ლონდონში ორთაბრძოლის დროს გარდაიცვალა.

51 წლის რესლერი ცნობილ რაუნდჰაუს არენაზე გარდაიცვალა. ის ბრძოლის დროს რინგზე დაეცა და ვეღარ ადგა.

პროფესიონალი მებრძოლი სესარ ბარონი სამშობლოში, მექსიკაში ნამდვილი ვარსკვლავი იყო, თანაც არა მხოლოდ რინგზე, არამედ კინოშიც. 2005 წელს ის ჰოლივუდურ კომედია “სუპერნაჩოში“ გადაიღეს ამერიკელ კომიკოსთან, ჯეკ ბლეკთან ერთად.

ბარონი თეატრალიზებული შოუს, Lucha Libre–ს ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გამოდიოდა და სახეზე სხვა რესთლერების მსგავსად ნიღაბი ეკეთა.მექსიკური მედიის ინფორმაციით ბარონის სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. ორთაბრძოლის ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ დაცემის შემდეგ მალევე მასთან მსაჯმა და რამდენიმე ადამიანმა მიირბინა. მაყურებელი დიდხანს ვერ მიხვდა რა ხდებოდა და მისი სახელის სკანდირებას განაგრძობდა.
Print
ბოლო სიახლეები